ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 157 114 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Photo of Gustav Mahler by Moritz Nähr 01.jpg
გუსტავ მალერიავსტრო-ბოჰემიელი რომანტიკოსი კომპოზიტორი და თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი. როგორც კომპოზიტორი, ერთმანეთთან აკავშირებს XIX საუკუნის ავსტრო-გერმანულ ტრადიციას და XX საუკუნის მუსიკალურ მოდერნიზმს. სიცოცხლის განმავლობაში მისი, როგორც დირიჟორის სტატუსი ეჭვგარეშე იყო, თუმცა, მისმა მუსიკამ აღიარება ხანგრძლივი უგულვებელყოფის შემდეგ მოიპოვა, რასაც თან დაერთო მისი აკრძალვა ევროპის დიდ ნაწილში ნაცისტური გერმანიის არსებობის პერიოდში. 1945 წლის შემდეგ მალერი მსმენელთა ახალმა თაობებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც იგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული და ჩაწერილი კომპოზიტორი გახდა და ამ სტატუსს XXI საუკუნეშიც ინარჩუნებს. 2016 წელს „BBC-ს მუსიკალური ჟურნალის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც 151 დირიჟორი მონაწილეობდა, ყველა დროის სიმფონიების ტოპ ათეულში მალერის სამი სიმფონია დასახელდა. მალერის შემოქმედება რაოდენობრივად მწირია. მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში საკომპოზიტორო საქმიანობა მეორეხარისხოვანი იყო, რადგან მის ძირითად სამსახურს დირიჟორობა წარმოადგენდა. ადრეული ნაწარმოებების გარდა, როგორიცაა სტუდენტობის დროს შექმნილი საფორტეპიანო კვარტეტი, მალერის ნამუშევრები დიდი საორკესტრო შემადგენლობის, სიმფონიური გუნდებისა და საოპერო სოლისტებისთვისაა განსაზღვრული. ამ ნაწარმოებთა უმეტესობას თავდაპირველად წინააღმდეგობით შეხვდნენ და კრიტიკული და პოპულარული აღიარება მათ საკმაოდ გვიან მოიპოვეს. გამონაკლისია მისი მე-2, მე-3 და მე-8 სიმფონიები (ამ უკანასკნელის ტრიუმფალური პრემიერა 1910 წელს შედგა). მალერის უშუალო მუსიკალურ მემკვიდრეებად ვენის მეორე სკოლის წარმომადგენლები მიიჩნევიან, მათ შორის, არნოლდ შონბერგი, ალბან ბერგი და ანტონ ვებერნი. დიმიტრი შოსტაკოვიჩი და ბენჯამინ ბრიტენი, XX საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორი იმ შემოქმედთა შორის იყვნენ, ვინც მალერს აღმერთებდა და მის გავლენას განიცდიდა. 1955 წელს, კომპოზიტორის ცხოვრებისა და მიღწევების პატივსაცემად დაფუძნდა გუსტავ მალერის საერთაშორისო ინსტიტუტი.

HSSubpages.svg

დღის სტატია

Windows XP-ის ინტერფეისი
Windows XPMicrosoft-ის ოპერაციული სისტემა რომელიც შედის Windows NT-ის ოჯახში. იგი გამოუშვეს 2001 წლის 25 ოქტომბერს. სახელწოდება XP წამოვიდა ინგლისური სიტყვიდან experience (გამოცდილება). სისტემის გამოცემიდან მოყოლებული, 2006 წლის იანვრის მონაცემებით მსოფლიოში უკვე გამოიყენებოდა მისი 400 მილიონი ასლი. სისტემის წარმატებამ გამოიწვია Microsoft-ის შემდეგი ოპერაციული სისტემით, Windows Vista დაინტერესება, რომელიც 2007 წლის 30 იანვარს გამოვიდა.



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ალექსეი ნავალნი
  • რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი (სურათზე) სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • ბარბადოსი რესპუბლიკად გამოცხადდა და სანდრა მეისონი პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ჟოზე მარია ნევეში კაბო-ვერდეს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა.
  • ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში კანადელი დევიდ ქარდი, ამერიკელები ჯოშუა ანგრისტი და გვიდო იმბენსი გახდნენ.
  • ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • HSDagensdatum.svg

    25 ოქტომბერი — ამ დღეს...

    აფონსო I
  • 1147 : პორტუგალიელები, აფონსუ I-ის ხელმძღვანელობით, და ჯვაროსნები ლისაბონს იღებენ ოთხთვიანი ალყის შემდეგ.
  • 1917 : ბოლშევიკების რევოლუცია დაიწყო (ძველი სტილით). ახალი სტილით ეს თარიღი 7 ნოემბერია.
  • 1935 : ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი რომი-ბერლინის აქსისს ქმნიან.
  • 1962 : კარიბის კრიზისი — ედლაი სტივენსონი გაეროს სხდომაზე კუბაზე საბჭოთა ბირთვული ქობინების არსებობის დამადასტურებელ ფოტოებს ააშკარავებს.
  • 1991 : ათდღიანი ომიდან სამ თვეში სლოვენიას იუგოსლავიის სახალხო ჯარის ბოლო ჯარისკაცი ტოვებს.
  • 1992 : ლატვია პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველ კონსტიტუციას იღებს.
  • 2001 : „მაიკროსოფტმა“ ოპერაციული სისტემა Windows XP გამოუშვა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა